|
2017-10-20 19:25:12, 1967 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: იუსტიციის საბჭომ კონსტიტუციით გაზრდილი პასუხისმგებლობა პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. კოჟორიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით იუსტიციის საბჭოსათვის გაზრდილი უფლებამოსილებები ამ უწყებამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად. "წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოება ინფორმირებულია, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა. და იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებულ იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს. უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი. ალბათ აუცილებელია, რომ ყველა იმას, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები და იქ, სადაც შესაძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაესწროს სხდომებს, მოისმინოს იქ მიმდინარე პრობლემები და იყოს მეტი საჯაროობა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)