|
2015-05-01 16:38:23, 370 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩვენთვის უფრო კომფორტული იყო, მთავრობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო
„პრეზიდენტს მინისტრების რა სიაც უდევს დღეს მაგიდაზე, ის სია ედება 7 დღის შემდეგაც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის ტექნიკურად უფრო „კომფორტული“ იყო, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო. „პრეზიდენტთან კონსულტაცია ჰქონდა არაერთ დეპუტატს უმრავლესობიდან. მასთან კონსულტაცია ჰქონდა პრემიერსაც. პრეზიდენტმა იცოდა, რომ მინისტრები მომავალ კვირას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ რიგის სამიტზე სწორი და პოზიტიური შეფასებები გაკეთდეს, წასასვლელები ვიყავით. ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტის უფლებაა, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული 7 დღიანი ვადა. ის ამას იყენებს, ამაში საგანგაშო არაფერია. მას რა სიაც უდევს დღეს მაგიდაზე, ის სია ედება 7 დღის შემდეგაც და 7 დღის შემდეგ გადააგზავნის პარლამენტში. მანამდე მთავრობა მუშაობას გააგრძელებს იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული მაისის თვეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენთვის ტექნიკურად უფრო კომფორტული იყო, ახალი შემდგენლობა შაბათ–კვირას დამტკიცებულიყო, მაგრამ არც ეს არ არის პრობლემა“,– აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)