15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 13:36:17, 2010 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, ეს იქნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ  პრეზიდენტის მოტივირებული  შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, ქვეყანა  უარესზე უკეთეს დოკუმენტს მიიღებს.

ამ განცხადებით დოლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, მდინარაძე დაინტერესდა, ვეტოს გაზიარების შემთხვევაში იტყოდა თუ არა, რომ საქართველოს კარგი კონსტიტუცია ექნება. დოლიძის განცხადებით,  კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, სულ სხვანაირი იქნებოდა. ანა დოლიძე ამბობს, რომ იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში არ შეიტანა, რადგან სურდა, კომპრომისული დოკუმენტი შემუშავებულიყო:

„რა დოკუმენტი იქნება ჩვენს წინაშე, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ მოტივირებულ შენიშვნებს. რას დავარქმევთ მას. ეს იქნება უარესზე უკეთესი დოკუმენტი. ეს კონსტიტუცია პრეზიდენტს რომ დაეწერა, ის იქნებოდა სულ სხვანაირი კონსტიტუცია, ოპოზიციის მიერ 20 სექტემბერს შექმნილ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო ბევრად მეტი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია იყო შეთანხმებული. მაგალითად, საკითხი, რომელიც არ არის მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ეს  არის დამოუკიდებელი სასამარრლო. დამოუკიდებელი სასამრთლო ვერ იქნება, თუ ჩვენ არ გვეყოლება უვადოდ დანიშნული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics