|
2015-05-01 13:23:02, 395 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები წარუდგინა. უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნინო გვენეტაძის მიერ წარდგენილ ორ მოსამართლეს - მზია თოდუასა და ეკა გასიტაშვილს მხარს უჭერს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს. „როდესაც მე ნინო გვენეტაძე წარვადგინე, რა თქმა უნდა, მის კვალიფიკაციასთან და მის უნაკლო ბიოგრაფიასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი გარემოება. მე მახარებდა, რომ ის ქალბატონია. ამ მიმართულებით დგამს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს და ნინო გვენეტაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ორ მოსამართლე ქალბატონს მხარს ვუჭერთ. ისინი პარლამენტს უახლოეს პერიოდში უნდა წარედგინოს განსაწესებლად. ესენი არიან მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი. იმედი მაქვს, პარლამენტი კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას, გააძლიეროს სასამართლო კვალიფიციური პროფესიონალი მოსამართლეებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გააკეთა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორცილებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)