|
2015-05-01 11:48:50, 369 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
„ჩვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისივე შეფასებით, პარლამენტს პრეზიდენტისგან განსხვავებული შეხედულება აქვს, რომ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში შეიძლება მოხდეს. თუმცა, უსუფაშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა 1 კვირით გადადო. პარლამენტმა და მთავრობამ კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. „პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოიყენოს ის 7 დღიანი ვადა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენა. პრეზიდნეტი არჩეულია იმიტომ, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. როგორც ჩანს მან გადაწყვიტა, რომ ასეთ ექსპრომტ სიტუაციაში შეიძლება თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, რომ ჩამოვყალიბდეთ, ვენდობით თუ არა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ეს მისი აზრია, მისი შეხედულებაა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულება და ვთვლიდეთ, რომ დღესვე შეგვეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ პატივი ვცეთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებეს. მან გადაწყვიტა , რომ ჩვენ მეტი დრო მოგვცეს დასაფიქრებლად, მეტი ფიქრი არასდროს არ არის ცუდი და მავნე“, – განაცხადა უსუფაშვილმა. მან აქვე აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა უფლებამოსილია და თავისი მიმართულებით გააგრძლეებს მუშაობას. „ამასობაშ ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას, ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა სრულფასოვანი და უფლებამოსილი. ის ცლვილებები, რაც პრემიერმა თავისი კომპეტენციებისა და კონსტიტუციის ფარგლებში განახორციელა ეს არის კანონიერი. ასე, რომ მთავრობა თავისი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, პარლამენტი კი, თავისი მიმართულებით“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ კონსტიტუციის მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს და პარლამენტისთვის მთვრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა 1 კვირის ვადით გადადო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)