|
2017-10-11 12:03:04, 1845 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი პოლიტიკოსებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეეჯიბრონ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საკრებულოსთან გუსინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, დეპუტატები ნეგატიური პროცესების პროვოცირებას ცდილობდნენ. მინისტრი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს: “ვფიქრობ ნებისმიერი ციებ-ცხელება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მინდა გაოცება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა პროვოცირებას ნეგატიური პროცესებისა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ რთულ სამუშაოს და მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის პოლიციელები აღმოჩნდნენ, თუმცა, ვთვლი, მათი რეაქცია კანონის ფარგლებში იყო, ადეკვატური, და შესაბამისად , როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა ყველას მოვუწოდო - პოლიტიკოს, დეპუტატს, მაჟორიტარობის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს და შეეცადონ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ მშვიდ გარემოში, რადგან ნებისმიერ ასეთ პროვოცირებულ დაძაბულობებს, უყურებს ამომრჩეველი და ამომრჩეველზე უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ქმედება. ვიმედოვნებ, გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის მხრიდან იმ პოლიტიკოსებზე და პარტიებზე, თუ პარტიაზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. კარგია, რომ მდგომარეობა მალე სიმშვიდეს დაუბრუნდა, ვისურვებ, რომ ვინც დააკავეს, მალე გათავისუფლებულიყოს, რათა შეძლონ გააგრძელონ მაქსიმალურად სწრაფად თავიანთი კამპანია, რომელიც უნდა აწარმოონ კანონის ფარგლებში”,-აღნიშნა წულუკიანმა.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)