|
2017-10-04 21:34:44, 1771 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 ოქტომბრის ანონსი
11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად თემქაზე სპორტული კომპლექსის (აუზები, სპორტული დარბაზები) სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს. მის: თემქა, 11 მ/რ, 3 კვარტ. 58 კორპ. მიმდებარედ. 11:00 საათზე, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია ერთად დაათვალიერებენ ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 1000 ბენეფიციარზეა გათვლილი. 12:00 საათზე, "ერთობა ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მარნეულის მერობის კანდიდატს წარადგენს. 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. (დღის წესრიგი) 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში ახალი საჯარო ბაგა-ბაღის გახსნას დაესწრებიან. 13:00 საათზე, „მწერალთა სახლში“ ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის ლიტერატურული კონკურსის გამოცხადების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 14:00 საათზე, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრები: გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე. 14:00 საათზე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო “თბილისი რუმსში” ატარებს საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატ კახი კალაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, არჩილ თალაკვაძესთან. 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 16:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება. 18:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს პარლამენტის წევრები: გენადი მარგველაშვილი და გუგული მაღრაძე თბილისის საკრებულოში მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფარგლებში ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან. 18:00 საათზე, თსუ-ში საქართველოს ქირურგთა პირველი საერთაშორისო კლინიკური კონგრესის - „ქირურგიის ახალი ჰორიზონტები“ გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მისნისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური. 18:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის საკრებულოს შენობაში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გადაცემის ცერემონიას დაესწრება.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)