09:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 15:06:44, 2195 ნახვა

საზოგადოება
ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურბალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ.

პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი „სინორი“ მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ კი ჟურნალისტებმა აჭარული განდაგანის ფორმები მოირგეს და თავადვე ეცადნენ ცეკვას.

პრესტურის მონაწილეები ასევე, დაესწრნენ ბათუმის საავტორო ფილმებისა და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებსც ბლოგებს მიუძღვნიან. ტელეკომპანია Kanal 2-ის საღამოს გამოშვებაში კი აჭარის თითოეული ტურისტული მიმართულების შესახებ ეტაპოპრივად  ჯამში, 5 რეპორტაჟი გავა.

„ესტონეთი რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც წელს პირველად დავიწყეთ სარეკლამო კამპანიების განხორციელება, რაც აქტიურ ინტერნეტ რეკლამსა და გარე რეკლამას ითვალისწინებს. რეგიონის ცნობადობისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ჩვენ ასევე მოვიწვიეთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპოტაჟებს გამოაქვეყნებენ. ჯამში კი ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან წელს აჭარაში 20-მდე პრესტურს გავუწიეთ ორგანიზება, რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics