|
2017-10-04 10:06:10, 1834 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ საზოგადოებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საზოგადოებას თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა, რომელსაც დარგის ექსპერტები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა. მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდაზეც. კალაძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, რეაბილიტაციის შემდეგი კი კონკრეტული საცხოვრებელი ფართების ღირებულება, სულ მცირე, გაორმაგდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება საშუალებას იძლევა თბილისი ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს, ქალაქს ტურისტული მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც, თავისთავად, ბიუჯეტის ზრდაზეც აისახება. ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას, მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ღამის ეკონომიკის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაში ღამის ეკონომიკის განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „ეს არის სიახლე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო მისი მნიშვენლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ და განმარტა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. „ჩვენი დედაქალაქი არ ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს გამორჩეული ქალაქი რეგიონში“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება საზოგადოებას დეტალურად გააცნეს კახა კალაძის გუნდის წევრებმა - ირაკლი ხმალაძემ და ბექა დავითულიანმა.
(NS)
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)