08:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 10:48:52, 1598 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას ეხმაურება, თითქოსდა, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას  მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული",-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics