01:06 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 11:31:53, 416 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიას ინფორმაციით, მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

სოფლის მეურონეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოთარ დანელიას განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესები სწრაფად დასრულდეს, რათა  სამინისტროებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

მისივე ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილზე მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და ამაზე პრემიერი დღეს ან ხვალ თავად გააკეთებს განცხადებას.

„ეს გახლავთ სტანდარტული პროცედურა, როდესაც ხელისუფლება  ყოველი მთავრობის ნდობის გამოცხადებისას ახალი სამთავრობო პროგრამით უნდა  წარსდგეს.  მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურები მალე დასრულდეს, რათა სამინისტროში ძალიან ბევრი მიმდინარე პროცესი იგეგმება –  ვიზიტები, შეხვედრები და ეს პროცესები არ უნდა შეფერხდეს“, – აღნიშნა დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics