07:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 15:21:26, 2150 ნახვა

საზოგადოება
„ენმ“-ის და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი იძულებით დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს და მხარდამჭერებს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.

დარბაზის დატოვების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:

„ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში ოღონდ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ. ორ ქალაქში ბოტანიკურ ბაღებზე ერთად მიიტანეს იერიში. უამრავი ადამიანია ამის  წინააღმდეგი, ამას არ გავატანინებთ. სხდომას თვითონ შლიან, შეურაცხყოფებს გვაყენებენ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საკრებულოში ხმაური ერთ-ერთი საკითხის განხილვას. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics