|
2015-04-30 10:18:09, 1427 ნახვა
მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 500-ს გადააჭარბა
ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 11 ათასმა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. ზოგიერთი დასახლებული პუნქტისათვის ამ დრომდე ვერ ხერხდება მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება. ძლიერი წვიმის გამო კი ტრაგედიის ადგილას სამაშველო სამსახურებს გუშინ ღამით სამუშაოების შეწყვეტა მოუწიათ. გავრცელებული ცნობით, მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისად არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა კატმანდუში ნანგრევების ქვეშ 15 წლის ბიჭი ცოცხალი იპოვნეს. შეგახსენებთ, 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალში გასულ შაბათს მოხდა, რასაც ისტორიული ძეგლებისა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა მოჰყვა. მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში ბოლო 80 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)