|
2015-04-30 10:06:04, 1552 ნახვა
მსოფლიო
გაერო ნეპალისთვის 415 მილიონი დოლარის მოძიებას გეგმავს
მიწისძვრით დაზარალებული ნეპალისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 415 მილიონი დოლარის მოძიებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტიქიით დაზარალებულ ნეპალის ხელისუფლებას კრიზისთან გამკლავება უჭირს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კატმანდუს დატოვებას ცდილობს. ამასთან, დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ესხმის თავს. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)