08:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 21:03:49, 2172 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა. შეხვედრა პოლონეთში, ქ.ვარშავაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მზადებისა და საქართველო-პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. 

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ ისაუბრა, იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათ შორის, პოლონეთი, განაგრძობენ მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყნის, პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც  იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა, რადგანაც, მისივე თქმით, დასავლური ინსტიტუტების გაძლიერება ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა. 

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics