09:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 18:41:25, 559 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის თემებთან დაკავშირებით 47–ე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) თემებთან დაკავშირებით აქტიურ  საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. 

დღეს, აღნიშნულმა ფონდმა 47–ე საჯარო სკოლაში  მე–9  კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
ფონდის იურისტმა ირაკლი ჭყონიამ მათ ოჯახში ძალადობასა და ტრეფიკინგის შესახებ ესაუბრა.

„ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებულობა ისეთ თემებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადამიანით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი. ამ მიზნით ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სკოლებში უფროს კლასელებთან და პედაგოგებთან საიფორმაციო შეხვედრებს", – აღნიშნა ირაკლი ჭყონიამ. 

47–ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლიკა ჩხაიძის განცხადებით, სკოლაში ტრეფიკინგის თემაზე ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს მეტი ინფორმაცია ექნებათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. 

„ტრეფიკინგის თემას სამოქალაქო განათლების საგანში ცალკე თავი აქვს დათმობილი.  ბავშვები ინფორმირებულები არიან, თუმცა, ასეთი ღონისძიების ჩატარება რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რადგან, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლიკა ჩხაიძემ. 

ცნობისთვის,  ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს  ოჯახში ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრის გამართვას  სთავაზობს. ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას ფონდი მოუწოდებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 2 100 229.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics