|
2017-09-25 17:41:10, 2539 ნახვა
ეკონომიკა
სარეიტინგო კომპანია FITCH -ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4.5%-ით გაიზრდება
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-’’ და რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოცემული დონე ასახავს ქვეყნის მმართველობისა და ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად ხელსაყრელ პირობებს, მსგავსი საკრედიტო რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მაღალ დონეს ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების მიმართ. რელიზში საუბარია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, რაც 0.4%-ით აღემატება გაცილებით მაღალი საკრედიტო შეფასების (“BB”) მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა 2017 წლის 1-ელ ნახევარში, რასაც ხელი შეუწყო როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით (პროგნოზით) საქართველოს ეკონომიკის ზრდა როგორც 2017, ასევე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 4.5% ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისათვის 3.5% შეადგენს. სარეიტინგო კომპანია აქცენტს აკეთებს საქართველო საბანკო სექტორის სიძლიერეზე და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონე აბალანსებს დოლარიზაციასთან ასოცირებულ რისკებს. სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის აპრილში საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაფორმებულ ახალ პროგრამაზე “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმზე’’, რომლის ფარგლებშიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გამოუყოფს 201.4 მლნ. SDR (დაახლოების 285 მლნ. აშშ დოლარი) ფინანსურ რესურს მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)