01:07 - 14 May, 2026
|
2015-04-29 15:09:23, 387 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ლევან ყიფიანის მიმართვა დააკმაყოფილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის მიმართვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. შესაბამის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი ლევან ყიფიანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა პრემიერს გადადგომის თხოვნით დღეს მიმართა. ვინაიდან ყიფიანი მე-7 მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა, კანონმდებობის თანახმად, მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)