|
2015-04-29 14:57:18, 345 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პრობლემა არ იქნება
„პროცესები ჯანსაღად მიმდინარეობს და გასაკვირი არაფერი ხდება. ადრეც ხდებოდა მინისტრების შეცვლა, ახლაც ხდება და ეს მომავალშიც მოხდება“, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს ყველაფერი არის სწრაფვა უკეთესობისაკენ. წინა ხელისუფლების დროს სამ თვეში ერთხელ ხდებოდა მინისტრების ცვლილება, მაგრამ მაშინ არ იყო ის ვალდებულება, რომ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი დაემტკიცებინა. დღეს სრულიად განსხვავებული რეალობაა და ამის გამოა ატეხილი აჟიოტაჟი. ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ თანამდებობის დატოვებას, კალაძის შეფასებით ყიფიანმა ვრცელი განცხადება გააკეთა და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდ არსებობდეს. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რომელსაც გარკვეული ჯგუფები, მათ შორის ტელევიზიები ხელს უწყობენ. კალაძე ასევე მასსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით მსგავსი ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)