02:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 11:25:13, 1858 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარტიჯ სინგ საჯანთან  საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.  
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა ტორონტოში, კანადის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისში შედგა. 
ლევან იზორიამ კოლეგას კანადის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 კანადის მხრიდან   ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით. 
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშორმლობის გაღრმავება და გაძლიერება.
 საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებაზე. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშორმლობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კანადური ხომალდის შემოსვლაც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად ჩავიდა. ტორონტოში გამართული შეხვედრისას ლევან იზორიამ კანადელ კოლეგას საერთაშორისო თამაშების გახსნის ცერემონიალზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
კანადის თავდაცვის მინისტრის განცხადებით,საქართველო უსაფრთხოების მიმართულებით კვლავ გამოწვევის წინაშეა და რუსეთისგან  აგრესიას განიცდის
 „შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენს სამხედრო უწყებებს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სამხედრო სასწავლო პროგრამების კუთხით. ასევე შევეხეთ სამომავლო ურთიერთობებს. საქართველო უსაფრთხოების მიმართულებით კვლავ გამოწვევის წინაშეა და რუსეთისგან  აგრესიას განიცდის. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და ქართველმა ხალხმა მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შეხვედრა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშორმლობას და მომავალში ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეეხო",-განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics