02:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 11:17:25, 2106 ნახვა

საზოგადოება
კაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში   კაზრეთის სარწყავი  სისტემის   სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრამდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.  
 უწყების ცნობით, პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის    1045 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.  
გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. 
სამუშაოების I ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს  2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. 
შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი   46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი. 
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics