|
2015-04-29 13:06:12, 398 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანი: შესაძლოა, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო
სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საქმიანობას კვლავ სპორტის სფეროში გააგრძელებს. როგორც ყიფიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არ გამორიცხავს, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოემზადოს. "მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და ყველა დასმულ მწვავე კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. პასუხი გავეცი კიდევაც. გავაგრძლეებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც აქამდე მოვედი. სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმევით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერს და იმ ახალ მინისტრს, რომელიც მოვა სამინისტროში, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც დაისახა მიზნად სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და არაფრის დიდებით ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. ამიტომ, მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით რამოდენიმე წლის წინ. მე არსად არ მივდივარ, სპორტულ მუშაობას ვაგრძელებ, შეიძლება ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. ამის მიზეზად მან, სპორტის კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები დაასახელა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)