|
2015-04-29 13:02:56, 443 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებზე: ამ ადამიანებმა სინდისსა და ნამუსს გადააბიჯეს
საქართვლოს სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის მიზეზები განმარტა. ყიფიანი მას ბოლო პერიოდში სპორტის კომიტეტის წევრების მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდბებსა და კრიტიკას უკავშირებს. ყიფიანის განცხადებით, ამ ადამიანებმა ზღვარს გადააბიჯეს. ლევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებს მიმართავს, პირადი ინტერესები გვერდზე გადადონ და პროვოკაციებზე სახელმიწფოს სახელით არ წავიდნენ. "ბევრი დანაპირები, რომელიც განვაცხადეთ, ჩვენ შევასრულეთ. მაგრამ ის, რაც ხდებოდა ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს.მე მივმართავ, ნუ წავლენ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით, გადადონ ყველაეფრი გვერდზე და ქართველ ხალხს მისცენ ის, რასაც დაპირდნენ. ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს, არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც, მე ვფიქრობ, უკვე გადასულია.ვრცელ წერილში მივმართავ პრემიერს, იქ ყველა კითხვაზეა გაცემული პასუხი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ეს შეკითხვები დასვა, ყველა ის ტყუილი, რომელიც იქნა ჩემთნა მიმართებაში გაჟღერებული და ჩემი გუნდის წევრებისა და ამინისტროს წინააღმდეგ. არმინდა გავხდე რაღაც სპეკულაციის ნაწილი და შესაბამისად, ვტოვებ ჩემს თანამდებობას. იმედია, საზოგადოება სწორად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას",-განაცხადა ლევან ყიფიანმა. მისივე განმარტებით, საქმიანობას სპორტის სფეროში გააგრძელებს. ყიფიანი არ გამორიცხავს, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოემზადოს. "მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და ყველა დასმულ მწვავე კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. პასუხი გავეცი კიდევაც. გავაგრძლეებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც აქამდე მოვედი. სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმებით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერს და იმ ახალ მინისტრს, რომელიც მოვა სამინისტროში, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც დაისახა მიზნად სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და არაფრის დიდებით ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. ამიტომ, მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით რამოდენიმე წლის წინ. მე არსად არ მივდივარ, სპორტულ მუშაობას ვაგრძელებ, შეიძლება ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის მოვემზადო",-განაცხადა ლევან ყიფიანმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)