|
2017-09-21 12:08:23, 1954 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott), ქართული ღვინით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს ეწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები ღვინის მარნებსა და კომპანიებს კახეთში ეცნობიან. უწყების ცნობით, ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცა დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“. კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მანშეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. „საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის პრიორიტეტია. ამ ჯგუფის წვერები ვიზიტის შემდეგ დაწერენ და ინფორმაციას გაავრცელებენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთშიქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group“შეარჩა. „ჩვენ მართლაც ფანტასტიური და ამაღელვებელი მოგზაურობა გვქონდა. გვინდოდა ვიზიტორებისთვის გვეჩვენებინა ქართული ღვინო ყველა ასპექტში, მისი განვითარება, არსებობა და პოტენციალი. ჩვენ შევხვდით ღვინის მცირე მეწარმეებს, რომლებიც ვენახებში და ქვევრებთან მუშაობდნენ, ასევე ვნახეთ შედარებით დიდი ღვინის საწარმოები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის ქართული ღვინოები მზადდება, ვიხილეთ გამოცდილი მწარმოებლებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ყოველივე ეს ჩვენთვის და ბრიტანეთის ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, რომ ეგრძნოთ მისი ენერგია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ყველაზე ამაღელვებელია მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა სარა ებოტმა. ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ღვინის მწერლები - Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters. (NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)