01:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 17:59:38, 2422 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება

Facebook გვერდის - „დრო მიდის, კადრები კი რჩება“ ორგანიზებით, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჭამა-სმის აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

აქცია-პერფომანსი თბილისში, პარლამენტის შენობის 19:30 საათზე დაიწყება. 

ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა გვაზავას განცხადებით, პერფომანსის მიზეზი "პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან და NATO-რუსეთი-საქართველოს ტრიადა შეიქმნას. 

როგორც გვაზავამ განმარტა, რუსეთის ოკუპაციის და ანექსიის წინააღმდეგ მსგავსი აქცია ლიტვაშიც ჩატარდა. 

"გვინდა ვანახოთ, რომ აქაც ისე ვაზროვნებთ, როგორც ევროპაში. ღონისძიებაზე ყველას საკუთრი, ქართული ტრადიციული საჭმლით ვიწვევთ. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მალე დაიგეგმა, ორგანიზებას ვერ ვასწრებთ. არ იქნება მაგიდები და იქვე ვიდგებით ან დავსხდებით და შევჭამთ. მე, მაგალითად, ერთი ხაჭაპური და კოკა-კოლა მიმაქვს", - აღნიშნა ორგანიზატორმა. 

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბრიდან "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს პარტიის ლიდერები მოსკოვში ჩასვლას და მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics