03:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 14:17:14, 2252 ნახვა

პოლიტიკა
საჯად კარიმის განაცხადებით, ევროპარლამენტში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა არ იგეგმება

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის, საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში ოკუპირებული სამხრეთ-ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გამოსვლა არ იგეგმება.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ და ამას ყოველთვის ცალსახად ვაცხადებთ. აღნიშნული საკითხის შესახებ მიმდინარე განხილვის დროს შევიტყეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტში საქმიანობა არის ევროპარლამენტის წევრების და არა ყოფილი წევრების უფლებამოსილება. არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს, რომ ევროპარლამენტის მოქმედი წევრის მიერ ასეთი რამ იყოს დაგეგმილი. არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ამას ვიტყვი - ყოფილი პარლამენტარები, ალბათ, იმიტომ არიან ყოფილები, რომ ამას იმსახურებენ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ჯუზეპე ჯულიეტო კიეზამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics