|
2015-04-29 11:24:31, 375 ნახვა
პოლიტიკა
მომსახურების სააგენტომ საქართველოში უკანონოდ შემოტანილი - “Iphone 5” შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს უსასყიდლოდ გადასცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი ნივთები და ოქროს ნაკეთობები სახელმწიფო უწყებებს უსასყიდლოდ გადასცა, რიგ შემთხვევაში კი, მისი რეალიზაცია ინტერნეტ-აუქციონის გარეშე მოახდინა. ანგარიშის თანახმად, სააუდიტო პერიოდში მომსახურების სააგენტომ სავაჭრო მაღაზიების მეშვეობით 2,143,668 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია განახორციელა, მათ შორის: 2013 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულია საქართველოს ტერიოტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი - “Iphone 5”270 და ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი „IPAD”271. 80 ცალი მობილური ტელეფონიდან 63 ერთეული უსასყიდლოდ გადაცემულია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის272 : ფინანსთა სამინისტროსათვის 19 ცალი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის 20 ცალი; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 20 ცალი; მომსახურების სააგენტოსათვის 2 ცალი;ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურისათვის 2 ცალი, ხოლო დარჩენილი 17 ერთეული რეალიზებულია სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით (ერთეულის ღირებულება 1,000 ლარი) ისე, რომ მობილური ტელეფონები არ გასულა ინტერნეტ-აუქციონზე. ასევე, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინტერნეტ-აუქციონზე გატანის გარეშე, სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით რეალიზებულია ოქროს ნაკეთობები (ძვირფასი ქვებით): საქართველოს ფინანსთა მინისტრის N771 ბრძანებით273 დამტკიცებული წესისშესაბამისად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, მაგრამ აუდიტის სამსახურის ცნობით, აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს არ უმსჯელია სათანადოდ თუ განკარგვის რომელი ფორმა იქნებოდა ეკონომიურად გამართლებული.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)