|
2017-09-15 17:00:47, 2318 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღები პატარების მისაღებად ემზადებიან
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად ემზადებიან. 2017-2018 სააღმზრდელო წელი ბაღებში ორშაბათს, 18 სექტემბერს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება - დედაქალაქს შეემატება ხუთი ახალი ბაღი, სადაც დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს საჯარო ბაღების მომსახურებას და დასაქმდება 325 ადამიანი. ზაფხულის არდადეგებზე 84 საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა - გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, განახლდა ავეჯი და სამზარეულო ინვენტარი, გარემონტდა სველი წერტილები, შეიცვალა გადახურვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, წყალ-კანალიზაციის ქსელებს, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, დაემატა ჯგუფები, ხოლო 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოში განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ერთ საბავშვო ბაღს. შვიდ საბავშვო ბაღთან ცივი პლასტით მოიხატა ზებრა-გადასასვლელები. ბაღები აღსაზრდელებს მხიარული სანახაოებებით დახვდებიან. პატარებს გაართობენ მხიარული ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)