01:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 05:54:26, 2271 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ისურვებდა, რომ ნატოს და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ბევრად მეტი იყოს.

როგორც მან თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო იმსახურებს მეტ მხარდაჭერას როგორც ნატოს ისე ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ  დავიცვათ ფასეულობები და დავუპირისპირდეთ რუსულ ზეგავლენას, ვისურვებდი მხარდაჭერა ყოფილიყო 20- ჯერ მეტი, მაგრამ ვაცნობიერებთ არსებულ გარემოს და უნდა ვიყოთ მოთმინებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, მხარდაჭერის გაძლიერებაში გულისხმობს უფრო ინტერსიურ თანამშრომლობსა და პარტნიორობას.

„გადაწყვეტილება ისევ სტაბილურია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მაგრამ 2008 წლიდან მოყოლებული უფრო აქტიური ნაბიჯები შეიძლება გადადგმულიყო“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ არ მოხდა ისეთივე რეაგირება რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული უკრაინასთან მიმართებაში.

„სამწუხაროდ არ არის ბევრი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ჩვენს საერთაშორისო მექანიზმების ნაკრებშია დარჩენილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კარგია, მაგრამ გარემოს გასაკონტროლებლად ალბათ სხვა მექანიზმებიც დაგვეხმარებოდა“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს დროდადრო საქართველოს გამძლეობა შეარყიოს.

„ჩვენი ქვეყნის  და ერის გამძლეობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ არასდროს ვიყოთ მზად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები იმ გაგებით, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics