|
2015-04-28 14:26:59, 366 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში“ სიტყვით გამოვიდა. როგორ „ექსპრენიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაა. სახელმწიფო მინისტრმა იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რაც საქართველომ 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებით აჩვენა და ყურადღება გაამახვილა 2015 წლის გეგმის მთავარი პრიორიტეტებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიზნეს სექტორთან და სამოქალაო საზოგადოებასთან კონსულტაციებსა და თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული როგორც ფინანსური, ასევე, ინტელექტუალური დახმარების შესახებ ისაუბრა. ასევე, დასავლელ პარტნიორებისა და ბიზნესმენების მხრიდან გარდამავალ პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე, ასევე, სიტყვით გამოვიდა EUGBC-ის ექსპო და ეკონომიკის ფოტო-გამოფენაზე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)