|
2015-04-28 13:21:55, 383 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს
არავის აქვს სურვილი პრეზიდენტი ყურით ატაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყავთ თავის ვალდებულებებს ვერ განახორციელებს. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ პრეზიდენტი ყურით ატარონ. „მე არ ვიცი რას და ვის გულისხმობდა გიორგი მარგველაშვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარ თავს არ გულისხმობდა და საკუთარ ასეთ შეურაცხმყოფელ ტონალობაში არ საუბრობს. არავის არ აქვს იმის სურვილი, რომ პრეზიდენტი ყურით ატაროს. ყველას სურს პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და პარლამენტმაც და ყველამ ამ ქვეყანაში შეთანხმებულად, ერთად იმოქმედოს იმისათვის, რომ რიგის სამიტი წარმატებული იყოს. თუმცა რიგაში არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება. ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს წარმატებული, ამას სჭირდება ის, რომ ყველა უნდა იყოს თავის ადგილზე, საკუთარ უფლებამოსილებას ასრულებდეს და არ ქონდეს განცდა, რომ არის ერთადერთი, რომელმაც იცის რა არის ჭეშმარიტება და მხოლოდ მას უდნა ეკითხებოდეს ყველა ჭკუას. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენზე საუბრობდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)