19:32 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 03:56:31, 2757 ნახვა

საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: შორენა თეთრუაშვილს გერმანიიდან პატრიარქის ამოკვეთილი ნაღვლის წამოღება სურდა

„TV პირველმა“ პირველმა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სასამართლოში დაკითხვის აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი გაავრცელა.

გავრცელებულ ჩვენებაში ოხანაშვილი აცხადებს, რომ გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს საქართველოში ილია მეორის ამოკვეთილი ნაღველის წამოღება სურდა, თუმცა მას გერმანელმა ექიმებმა მოთხოვნაზე უარი უთხრეს.

ტელეკომპანიის ცნობით, სოსო ოხანაშვილმა ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე ისაუბრა.

ამასთან, სასამართლოში ოხანაშილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა მას გველის შხამის შოვნა სთხოვა.

"გველის შხამზე შორენას ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, რომ მას ეს სჭირდებოდა რაღაც წამლის დასამზადებლად, რაზეც ჩვენ დავცინეთ, ეს ხომ სასაცილოა", - ამბობს ოხანაშვილი.

სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics