19:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 09:04:04, 2318 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს პოლონეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრა პოლონეთის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ მცირე გამოფენაზე გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან  დაკავშირებულ დოკუმენტებს გაეცნენ.

გარდა ამისა, ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.

ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი სლავომირ ფრატჩაკი, პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორი ადამ ბულავა, კატინის  მუზეუმის დირექტორი  ევა კოვალსკა და სხვები.

გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1918 წლიდან მსახურობდა, ხოლო 1919-1921 წლებში გენერალური შტაბის უფროსი იყო.

ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, 1939 წლამდე, ის  პოლონურ არმიაში დივიზიის გენერლის წოდებით მოღვაწეობდა.

ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა დიმიტრი სილაქაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებული როგორც საქართველოს, ისე პოლონეთის თავდაცვის სისტემაში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics