|
2017-09-06 08:20:26, 2316 ნახვა
ეკონომიკა
ბერაია: როცა EBRD პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარებას, მთავრობის რეფორმებს, საპირისპიროს მტკიცება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა
„იმ დროს, როცა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარებას, მთავრობის, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, საპირისპიროს მტკიცება არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“, - აცხადებს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ირაკლი ბერაია. მისი თქმით, დეპოზიტების განთავსებაზე სახელმწიფო ხაზინის აუქციონი აბსოლუტურად ღია გამჭვირვალე პროცესია და ვალუტის კურსის მერყეობასთან მას კავშირი არ აქვს. „ამ დროისთვის, ფულის მასის ზრდა არ არის მაღალი და ტემპი, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია (როგორც M2, ისე M3 აგრეგატის მიხედვით) საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპს, ფინანსური შუამავლობისა და ლარიზაციის ტემპებს თუ გათვალისწინებით, აღნიშნული ზრდა არ არის მაღალი. ისტორიულად ფულის მასის ზრდის ტემპი საშუალოდ 20%-ის გარშემო მერყეობს. M2 პირველ რვა თვეში გაზრდილია, დაახლოებით, 800 მლნ ლარით. შარშან, იმავე პერიოდში M2 გაიზარდა, დაახლოებით, 400 მლნ ლარით. წელს M2-ის უფრო მაღალი ზრდა უკავშირდება მთავრობის დეპოზიტების განთავსებას კომერციულ ბანკებში,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსება შეთანხმებული იყო როგორც კომერციულ ბანკებთან ისე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ის ეროვნულ ბანკთან სრული კოორდინაციით გაკეთდა. აღნიშნული აუქციონების შესახებ ინფორმაცია ასევე გავრცელდა მედიასაშუალებებით. „შესაბამისად, ბრალდება თითქოს აღნიშნულმა აუქციონებმა გამოიწვია კურსის გაუფასურება ეკონომიკურად დაუსაბუთებელია და ეს რიცხვებითაც ჩანს. ივლის-აგვისტოში, განთავსებული 450 მლნ ლარიდან 400 მლნ ლარი არის უზრუნველყოფილი დეპოზიტების სახით განთავსებული, რაც აბსოლუტურად მსგავსია ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებისა. თუ ვნახავთ რეფინანსირების სესხების დინამიკას იმავე პერიოდში, ავტომატურად, 400 მლნ ლარით არის შემცირებული ამ ინსტრუმენტით ბანკების დაკრედიტება. შედარებისთვის ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 2016 წლის მაჩვენებელი, როდესაც ამ პერიოდში რეფინანსირების სესხები გაზრდილი იყო 480 მლნ ლარით ვინაიდან, მაშინ არ არსებობდა მთავრობის მიერ დეპოზიტების განთავსების ინსტრუმენტი,“ - განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის. რეფორმა ერთი მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას, ხოლო მეორე მხრივ მნიშნელოვანია საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდების კუთხით. მთავრობის მიერ კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტების განთავსება საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს გასცენ ლარის სესხები ეკონომიკაზე. შედეგად, მსესხებლები დაზღვეულნი არიან გაცვლითი კურსის ცვლილების რისკისგან და ზოგადად, მაკროეკონომიკური გარემო უფრო სტაბილურია.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)