|
2017-09-04 03:24:41, 2338 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 4-5 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკკეისთან, ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მასნიკოვთან, ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საქართველოსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შრის 2018-2019 წ.-ის თანამშრომლობის პროგრამას, რაც მოიცავს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი მინსკში ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნობა ბელარუსული კომპანიების საქმიანობას და დაათვალიერებს საწარმოს „მინსკი კრისტალ".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)