|
2017-09-02 05:09:27, 1464 ნახვა
სხვადასხვა
5 ყველაზე სასიამოვნო პროფესია მსოფლიოში
ალბათ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უფიქრია პროფესიის შეცვლაზე ან მისი არჩევის სისწორეში არ დაეჭვებულა. ეს ყველაფერი კი, იმის ფონზე ხდება, როდესაც დილის 06:00 საათზე გვიწევს ადგომა და იძულებული ვართ დასვენებაზე უარი ვთქვათ. თუმცა, არსებობს ისეთი ფროფესიები, რომლებსაც არა მხოლოდ კარგი ფინანსური მდგომარეობა ახლავს თან, არამედ დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. გთავაზობთ 5 ყველაზე სასიამოვნო პროფესიას მსოფლიოში: 1) 3D ოპერატორი Google Maps-თვის
იმისათვის, რომ Google-მა თავისი რუკა შექმნას, ის სპეციალურად 3D ოპერატორებს იყვანს სამსახურში. ამ ადამიანებს ეძლევათ სპეციალური 3D ტექნიკა და მათ საშუალება აქვთ ისეთი ადგილები გადაიღონ, სადაც ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია ან მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებოდნენ, ტურისტებად, რომ წასულიყვნენ. რადგან, ეს ოპერატორები ტურისტებისთის საჭირო და განკუთვნილ ზონებს იღებენ. მაგალითად 2 ოპერატორი საფრანგეთში ვერსალის სასახლეს, ლუქსემბურგის ბაღსა და ლუვრს იღებდა. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი, აბუ-დაბიში მოხდა, სადაც 3D ოპერატორი უდაბნოს და ოაზისს იღებდა. ნამვილად სასიამოვნოა ამდენი მოგზაურობა და ამაში ფულის აღება. 2) მარიჰუანის დეგუსტატორი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთმა სოლიდურმა გამოცემამ გააკვირვა მთელი ამერიკა იმით, რომ განათავსა ვაკანსია - "მარიჰუანის პროფესიონალური დეგუსტატორის" პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციაზე ყველაზე მთავარი მოთხოვნა მარიჰუანის ცნობა, ხარისხებში გარკვევა იყო. გარდა ამისა, დეგუსტატორს შემდგომ კარგი და დეტალური აღწერა უნდა გაეკეთებინა და შესაბამის თემაზე სტატია დაეწერა. 3) შოკოლადის დეგუსტატორი
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა შოკოლადის მოყვარულთათვის სამოთხეს წარმოადგენს. დეგუსტატორი ყოველდღიურად მინიმუმ 10 სხვადასხვა სახის შოკოლდს აგემოვნებს. სწორედ ეს ადამიანები ურჩევენ საკონდიტროს პერსონალს თუ რა შეცვლონ ამა თუ იმ შოკოლადში. 4) პროფესიონალი დამსვენებელი
სხვადასხვა ტურისტული კომპანიები VIP კლიენტების განსაკუთრებულ დასვენებას ჰპირდებიან. მანამდე კი, კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ შეთავაზების პაკეტში არსებული სასტუმროს ნომერი, რესტორნები, დახურული კლუბები და ღონისძიებები, საკმარისად კარგია "წუნია" კლიენტებისთის. სწორედ ამისათვის, სჭირდებათ პროფესიონალი დამსვენებელი, რომელიც კლიენტის როლს შეასრულებს და საბოლოო შეფასებას მისცემს ყველაფერს. მსგავსი დასვენება 600 ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება, თუმცა ამ პროფესიით მომუშავე ადამიანს ის სრულიად უფასოდ ერგება. 5) ძვირადღირებული აპარტამენტების ზედამხედველი
არ არის გასაკვირი, რომ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ძვირადღირებული აპარტამენტები აქვთ. სწორედ ამიტომ, მათ ეხმარებიან უბრალო ადამიანები, რომლებიც პატრონის არ ყოფნაში სახლს უვლიან და მასზე პასუხს აგებენ. სანაცვლოდ კი, ამ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ამ აპარტამენტებში იცხოვრონ. გარდა ამისა, ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანების ხელფასი კვირაში 200 ლოდარს შეადგენს.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|










epn.ge (@expressnews.ge)