|
2017-08-18 18:23:24, 5969 ნახვა
მსოფლიო Lifestyle სხვადასხვა
ფედერიკ ბეგბედერი: მე ვარ ტურისტი, მოკლული იმის გამო, რომ მიყვარდა კატალონია
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი Facebook-ის მეშვეობით, გუშინ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა. როგორც ბეგბედერი წერს, ის "ყოველი ტერორისტული აქტისას გრძნობს ერთიან ზიზღსა და სურვილს უხილავ მტერს შეებრძოლოს". "მე ვიკი კრისტინა ვარ. ემოციებით წერა კარგი არასდროსაა, რადგან გადაჭარბებული რიტორიკის რისკის წინაშე დგები, მაგრამ გავრისკავ. მკვლელობებს ვერ შევეჩვიე. ყოველი ტერორისტული აქტისას ვგრძნობ ერთნაირ ზიზღსა და სურვილს, რომ შევებრძოლო უხილავ მტერს: აბსურდს. წარმოგიდგენიათ? ჯერ კიდევ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოუნდა, საფეხმავლო ბილიკზე სატვირთო მანქანით შევარდნილიყო, რათა შემდეგ მის ღმერთს ეამაყა მისით. მან იფიქრა, რომ პრობლემებს ბავშვებში, ქალებსა და „შორტებიან“ მამაკაცებში შევარდნით გადაჭრიდა. ნიცაში, ლონდონში, ბერლინში, ბარსელონაში ერთანირი შიში აქვთ ადამიანებს. მარტო მე არ ვარ შეურაცხყოფილი ამ გრძნობადაკარგული ძალადობით, ყველა ნორმალური ადამიანი ასეა. მე, ასევე, ვბრაზობ ანტიტურისტული გამომსვლელების გამო კატალონიაში, ბასკების ქვეყანაში. მათზე, ვინც თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდნენ, რათა ტურისტებისთვის მოეთხოვათ სახლში წასულიყვნენ. ის ნაციონალისტები, რომელბსაც ტურისტებზე ალერგია აქვთ, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ დღეს, ახალგაზრდა უცხოელების გვამების წინაშე. ესპანეთი და საფრანგეთი ის ბედნიერი ქვეყნებია, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ხალხს, პატივია, ვუმასპინძლოთ იმ მოგზაურებს, რომლებსაც მოვწონვართ. ანტიტერორისტული მოძრაობა საფრანგეთშიც იკრებს ძალებს. მართალია ზოგიერთ სტუმარს არ შეუძლია, ადგილობრივ კულტურას სცეს პატივი, მაგრამ არცერთი ტურისტი იმსახურებს სიკვდილს. ვიცი ფიქრობთ, საწყალი ფრედერიკი ორ საკითხს ერთმანეთში ურევსო და რომ კრიტიკა ვულგარული ტურიზმისა არაა პასუხისმგებელი ისლამისტი ტერორისტების თავდასხმაზე, მაგრამ ასე არაა, ეს რეალობაა. ტურიზმი არ არის მხოლოდ იდიოტების ვიზიტებით მოპოვებული ფული: ეს არის სიყვარული, სიმბოლიზირებული ვუდი ალენის ფილმთან „ვიკი, კრისტინა,ბარსელონა“. დიახ, ისინი ეწვივნენ ღირსშესანიშნაობებს, ძეგლებს და გულუბრყვილოები ვერ ამჩნევდენ ქალაქების ტკივილებს, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ნეიმარი PSG-ში გადავიდა, მაგრამ ამ დილით მე ვარ ვიკი და კრისტინა, მე ვარ ტურისტი, მოკლული იმის გამო, რომ მიყვარდა კატალონია. ფრედერიკ ბეგბედერი", - წერს მწერალი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანეთში ორი ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 130 კი, დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)