|
2017-08-15 16:12:11, 2600 ნახვა
ეკონომიკა
ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 20.1% გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 290.2 მლნ ლარი შეადგინა. სებ-ის მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული მოცულობა 20.1 პროცენტით (20.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა. გარდა ამისა, 2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)