06:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 11:45:22, 2273 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონის მრავალბინიან კორპუსებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას განაგრძობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, მრავალბინიან კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები 101 მისამართზე მიმდინარეობს.

კერძოდ, ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებების საფუძველზე და ვაკის გამგეობის თანადაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეების, კარის, ბრტყელი და ქანობიანი სახურავების, შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია ხორციელდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს სენსორული განათების დამონტაჟება და წყალსაწრეტი მილების გამოცვლა. მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოებზე გამგეობის მიერ 915 553 ლარია გამოყოფილი.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics