05:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 16:58:09, 2536 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლა მიმდინარეობს

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის სპეციალისტების მიერ მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლამიმდინარეობს.

როგორც გამწვანების სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა სახის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები  ტერიტორიის შესწავლას დაასრულებენ.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად ძირითადად ბუჩქები და ბალახებია დამწვარი.

„დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი. ჩვენი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება-აღწერა. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი ძირითადად ბალახებსა და ბუჩქებზე გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ტერიტორიის აღწერა. ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. დავამუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს”, - განაცხადა გოგა წერეთელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics