10:27 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 12:10:09, 2748 ნახვა

ეკონომიკა
თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად,  თელავში, რუსთაველის  №11 მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრი მოეწყობა. ასევე, რეგიონში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება.

ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics