|
2015-04-24 11:42:42, 465 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ამ ეტაპზე არავითარი ელექტროენერგიის ფასის ზრდა არ იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ფასის ზრდა არ იგეგმება. ამასთან, პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები არ გაასაჯაროონ და მოსახლეობა ტყუილად არ დაძაბონ. "რაც შეეხება გუშინ გავრცელებულო ინფორმაციას, კახი კალაძე არ იმყოფება დამეთხოვა 1 კვირით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ინფორმაცია მოგაწოდოთ, გუშინ მოვისმინეთ, რომ დენის ტარიფი იზრდება, ჩემი ინფორმაციაა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. გთხოვთ ყველას, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ უნდა გახდეს საჯარო, თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამათუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო, მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არავითარი ფასის მატება არ იგეგმება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)