23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 22:24:56, 2514 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ხანძარი ლოკალიზებულია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დარჩენილი ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ადგილზე 30-მდე სახანძრო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ხანძარი სტამბის შენობაში გაჩნდა, სადაც სპირტი და სხვა აალებადი ნივთიერებები ინახებოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics