18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:38:29, 379 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს დადგმულ სპექტაკლს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს კვერცხები ესროლეს, სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

თუმცა როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომხდარი ფაქტი ოპოზიციის მხრიდან იყო პროვოცირებული.

„ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. ასეთი ალიაქოთი არის ხელოვნური. არავითარი ნეპოტიზმი და კორუფციის ფაქტები იქ არ არის. თუ მსგავსი რამ არის, ამას შეისწავლიან და რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები. არსებობს პოლიცია, ფინანსური სამსახურები, პროკურატურა, ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი. მათი სურვილი და ამოცანაა, რომ როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მუშაობის. მოსახლეობის მხრიდან რეაქციაც იყო მწვავე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ხალხის აგრესიის შეჩერების მიზნით, ყველა ზომას მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა გურჯანიის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს წიწილიანი კვერცხები ესროლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics