02:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 12:06:43, 2391 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი პატრიარქს ილიაობას ულოცავს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და  მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.

„ გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს.

წელს 30 წელი შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვიდან.

ამ მოვლენამ თითოულ ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას მთლიანად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისში, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა განგვიმტკიცა, შეუმცდარი ორიენტირი დაგვისახა ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობების ძიებისა და ჩვენ თანამედროვეობაში მათი ხორცშეხმისათვის. სიმართლის გზით სიარულს, მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics