00:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 18:40:19, 2195 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა ყატარის ელჩი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყატარის ელჩი მუბარაკ ბინ ნასსერ ბინ მუბარაკ ალ-ხალიფა მიიღო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მართლმსაჯულებისა და სერვისების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მზადყოფნა და იმედი გამოთქვა,  რომ კატარის სამთავრობო უწყებებთან არსებული აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოსა და ყატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის წარმატებული სამართლებრივი თანამშრომლობა 2014 წელს მისი ყატარში ვიზიტით დაიწყო. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სამართლებრივი სისტემის განვითარების ხელშესაწყობად.

„საქართველოს მთავრობა მუდმივად აუმჯობესებს მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ მოქალაქის უფლებები თანაბრად იყოს დაცული, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში.  სწორედ ამიტომ, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სოფლად მდებარე 45 საზოგადოებრივ ცენტრსა და 19 იუსტიციის სახლში"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა  დოჰაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ყატარის ემირთან, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან, ასევე შეხვდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს.

(NS) 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics