|
2017-07-27 16:13:38, 3035 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ესტუმრნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების ახალი, 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებიან სსფ-ის ექსპერტები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმასთან დაკავშირებით, სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავებისა და მართვის ინფორმაციული სისტემების გაუმჯობესება და მოგების გადასახადის ადმინისტრირების პროცესის ეფექტური განხორციელება. მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)