06:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 16:11:57, 2743 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსად ვახტანგ ლაშქარაძე დაინიშნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი  წარუდგინა.

ამ პოსტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეითავსებს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბაჟოს სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო პროექტებზე. ასევე, აღინიშნა საქართველოს საბაჟოს მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics