20:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 15:06:45, 2175 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ექთნებმა გადამზადების კურსი გაიარეს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ჩატარდა, სადაც ექთნებს მიეწოდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალა. 

ტრენინგი შეეხებოდა  პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე მედიცინაში აპრობირებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი.

გადამზადებულ ექთნებს სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატები ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გადასცეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება კი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

სასწავლო კურსი  ეფუძნებოდა თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს. ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ირინა წირქვაძემ, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, არის ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics