|
2017-07-21 11:48:12, 1929 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა განაცხადებს იღებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, განაცხადების მიღებას განაგრძობს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტითაა გამოცხადებული და არაანაზღაურებადია. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე): • აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); • აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); • აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); • დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); • არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი); • ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი). სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატები წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევიან, რაც დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე:tgelovani@moc.gov.ge 2017 წლის 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 231 27 47 (7424), 1500 (7424).
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)